ანზორ ქოქოლაძემ მოძრაობა „აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა” დააფუძნა

  “ელიტ ელექტრონიქსის” ყოფილმა დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა” დააფუძნა. როგორც ქოქოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პოლიტპატიმრები, ბიზნესმენები, რომლებსაც ქონება წაართვეს, ოჯახები, რომლებსაც ოჯახის წევრი მოუკლეს და ყველა ის ადამიანი, ვისი უფლებებიც ყოფილი ხელისუფლების დროს დაირღვა. “უფლებაშელახულ ყველა ადამიანს დავეხმარებით. უნდა დაჩქარდეს გამოძიებები იმ საქმეებზე, რომელიც ეხება ყოფილი ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დარღვევას. ჩვენ ხელისუფლებას პრობლემების გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს შევთავაზებთ”, – განაცხადა ქოქოლაძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია სასტუმრო “რედისონში” ამ წუთებში მიმდინარეობს. ორგანიზაციის ინიციატივით, პრეზენტაციასთან ერთად გაიმართება კონფერენცია, სადაც ორგანიზაციის წევრები და უფლებადამცველი ორგანიზაციები იმსჯელებენ სამართლიანობის აღდგენის ალტერნატიული გზების შეთავაზებაზე ხელისუფლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები