მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

   მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, 2 ჰექტრამდე ფართობის ტერიტორია დაიწვა. ადგილზე რვა სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.
როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომელი აღნიშნავს, ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ახლომდებარე სოფლებზე გავრცელების საშიშროება იყო.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები