ზელენსკი: ეს ომი ახლა უნდა მოვიგოთ, რათა რუსული ტანკები ვარშავაში ან პრაღაში არ აღმოჩნდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს სთხოვა, უკრაინას იარაღი მიაწოდონ და არ დაუშვან, რომ რუსული ტანკები ვარშავაში ან პრაღაში აღმოჩნდნენ.

„აგრესორი უნდა დაისაჯოს. ეს ომი ახლა უნდა მოვიგოთ, რათა რუსეთის ფლოტმა ვერ გადაკეტოს სხვა პორტები შავ ზღვაში, ხმელთაშუა ზღვაში ან ნებისმიერ სხვა ზღვაში, რათა რუსული ტანკები ვარშავაში ან პრაღაში არ აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები