უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა კიდევ 60 დღით გაახანგრძლივა.

ამის შესახებ NewsMaker-ი წერს.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, ქვეყნის პრემიერმა, ნატალია გავრილიცამ თქვა, რომ “მეზობელი სახელმწიფოს ზოგიერთი ტერიტორიის ანექსიის უკანონო მცდელობა და უფრო დესტრუქციული იარაღის გამოყენების რისკი, რასაც თან ახლავს ჰიბრიდული ქმედებების გააქტიურება, რომლებიც პირდაპირ მიზნად ისახავს მოლდოვის რესპუბლიკაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციას, გვაიძულებს – გვქონდეს საჭირო ელემენტები, მზად ვიყოთ სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის, რომ დავიცვათ ეროვნული უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეების და აიმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებმაც თავშესაფარი ჩვენს ქვეყანაში იპოვეს”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები