ზელენსკი: უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის ოლქში 3 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბერისლავსკის რაიონში 3 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მხოლოდ დღე-ღამის განმავლობაში, ხერსონის ოლქში ფსევდორეფერენდუმისგან გათავისუფლდა ისეთი დასახლებები, როგორიცაა ნოვოვოსკრესენსკოე, ნოვოგრიგორიევკა და პეტროპავლოვკა. მოძრაობა გრძელდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები