პუტინმა უკრაინის 4 რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის კანონს მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებული 4 რეგიონის – დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთთან შეერთების შეთანხმების რატიფიცირებას მოაწერა ხელი.

23-27 სექტემბერს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაბამისი შინაარსის ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგად ამ ტერიტორიების ე.წ. ლიდერებმა პუტინს მიერთების თხოვნით მიმართეს.

მიმართვა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას, ასევე, ფედერაციის საბჭოს გაეგზავნა, რომლებმაც დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინეს და პრეზიდენტს საბოლოო ხელმოწერისთვის დაუბრუნეს.

ე.წ. რეფერენდუმის შედეგები საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე დაგმო. დასავლეთის ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ არასდროს ცნობენ ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს.

კიევში კი აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიების ანექსია საკუთარი მიწების დაბრუნების პროცესს ვერ შეაფერხებს. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ ქვეყნის განაცხადი გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები