ზელენსკი: ჩვენი მებრძოლები არ ჩერდებიან – მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტს ჩვენი მიწიდან

უკრაინის არმია საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს სამხრეთში – ჩვენი მებრძოლები არ ჩერდებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ დროის საკითხია, როდის განდევნიან უკრაინელები ოკუპანტს მათი მიწიდან.

„დღეს ფრონტის წინა ხაზიდან კარგი ამბები გვაქვს. პირველი: უკრაინის არმია მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს ჩვენი ქვეყნის სამხრეთში. მხოლოდ ამ კვირაში რუსული ფსევდორეფერენდუმისგან უკვე რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული. საუბარია დონბასზე და ხერსონის, ხარკოვის, ლუგანსკისა დონეცკის ოლქებზე.

კერძოდ, ხერსონის სამხედრო ცნობებიდან: ოკუპანტისგან გათავისუფლებულია და სტაბილიზირებულია დასახლებული პუნქტები ლიუბიმოვკა, კრეშჩენოვკა, ზოლოტაია ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დიდი და პატარა ალექსანდროვკები და დავიდოვ ბროდი. და ეს შორსაა სრული სიისგან… ჩვენი მებრძოლები არ ჩერდებიან. მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტს მთელი ჩვენი მიწიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები