აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომლის შესახებაც ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით იარაღს და აღჭურვილობას, მათ შორის HIMARS-ის ტიპის საარტილერიო სისტემებს, საბრძოლო მასალას და ჯავშანმანქანებს.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას.

შეერთებული შტატების ლიდერმა ასევე დაადასტურა აშშ-ის მუდმივი მზადყოფნა, სანქციები დააკისროს ნებისმიერ პირს, ორგანიზაციას ან ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ანექსიას.

ამასთან, ბაიდენი მიესალმა მიღწეული შეთანხმების წარმატებას, რამაც საშუალება მისცა უკრაინული მარცვლეულის გლობალურ ბაზრებზე უსაფრთხო ექსპორტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები