აშშ უკრაინას 1.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას, რუსეთთან ომში, 1.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

გამოცემის ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს Himars-ის 18 საარტილერიო სარაკეტო სისტემას, თანმხლებ საბრძოლო მასალას, სხვადასხვა ტიპის კონტრდრონებსა და სარადარო სისტემებს.

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი შემოჭრიდან აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოებისთვის 16.2 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გამოუყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები