დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბანკზე თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალში შეჭრილმა მძარცველმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტმა 3 მათგანი გაუშვა. სავარაუდოდ ისინი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმე იყო.

ინფორმაცია ოფიციალურად, ჯერჯერობით, არ დასტურდება.

შეგახსენებთ, ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელს უკვე მეექვსე საათია, მძევლები ჰყავს აყვანილი. ის 2 მილიონ აშშ დოლარს, “სპრინტერის” ფირმის მანქანას, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენს, რუსულ
დროშასა და ანკესს ითხოვს.
ადგილზე იმყოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში პერიოდულად მძევლების ვიდეოები ვრცელდება, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნით ხდება.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო, მათ შორის, ტერორიზმის მუხლითაც.
ამასთან, “საქართველოს ბანკს” აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები