“ჯანმრთელი არ არის, მე შემიყვანონ მის მაგივრად” – ერთ-ერთი მძევლის მამიდა

ქუთაისში სპეცოპერაცია გრძელდება. “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში შეჭრილ შეიარაღებულ თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავს აყვანილი და ვითარება 5 საათზე მეტია, უცვლელია.

გამარჯვების მოედანზე შეკრებილები არიან მძევლების ახლობლები, ნათესავები და ოჯახის წევრები.
ერთ-ერთი მძევლის მამიდა თავდამსხმელს თხოვნით მიმართავს, რომ თავის ძმისშვილს ჩაენაცვლება.

“ძმისშვილია ჩემი იქ, მაგრამ რა მდგომარეობაა, არ ვიცი, ვერ ვუკავშირდები, აღარ იღებს ყურმილს. დილით მოვახერხეთ დაკავშირება, თქვა, რომ არაფერს არ გვერჩის ეს ადამიანიო, გვაძლევს ტელეფონზე ლაპარაკის საშუალებასო და ცუდად არ გვექცევაო. ახლა აღარ იღებს ყურმილს, არადა, ჯანმრთელი არ არის. ჩემი თხოვნაა, რომ მე შემიყვანონ მის მაგივრად,” – ამბობს ქალი.

შეგახსენებთ, ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელს უკვე მეექვსე საათია, მძევლები ჰყავს აყვანილი. ის 2 მილიონ აშშ დოლარს, “სპრინტერის” ფირმის მანქანას, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენს, რუსულ
დროშასა და ანკესს ითხოვს. დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში პერიოდულად მძევლების ვიდეოები ვრცელდება, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნით ხდება.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო, მათ შორის, ტერორიზმის მუხლითაც.
ამასთან, “საქართველოს ბანკს” აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები