“რუსული ურდოს ტერორი გრძელდება” – ოკუპანტებმა ნიკოპოლი დაბომბეს, არიან დაღუპულები, დაშავებულთა შორის 4 ბავშვია

რუსმა ოკუპანტებმა “გრადებიდან” ნიკოპოლის საცხოვრებელი რაიონი დაბომბეს. ამჟამად, ორი დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

ამის შესახებ Telegram-ში დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ დაწერა.

„რუსული ურდო ნიკოპოლის ოლქის ტერორს არ წყვეტს. მიზანმიმართულად დაბომბეს “გრადებიდან” ნიკოპოლის საცხოვრებელი რაიონი, გაუშვეს 30-ზე მეტი ჭურვი. წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაშავდა, მათგან ექვსი საავადმყოფოშია გადაყვანილი, რომელთა შორის ოთხი ბავშვია. ყველაზე პატარა დაჭრილი სამი წლისაა. სამი წლის! დაბომბვის შედეგად 3 კერძო სახლი მთლიანად დაინგრა, ათეული დაზიანდა“, – დაწერა მან.

ადგილზე მაშველები მუშაობას აგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები