საქართველოში თურქეთიდან 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, რის შედეგადაც ფასები 60%−80%-ით დაეცა

დღეისათვის, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. შედეგად, მედიკამენტებზე ფასები 60% − 80%-მდე არის შემცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა აქვეყნებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე მოსახლეობამ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებში 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა.

“2022 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები ფარმაცევტული სექტორის გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ერთდროულად გულისხმობდა როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე – წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებასა და მისი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას.

დღეისათვის, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. შედეგად, მედიკამენტებზე ფასები 60% − 80%-მდე არის შემცირებული. მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები