საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ
საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან.
„დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან.
განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა „2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.