ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს ქვეყნის მომავალი, მათ აინტერესებთ მხოლოდ არეულობა, გადატრიალება და ბოლოს ომი

იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროს, სანამ მივიღებდით ჩვენ ამ სტატუსს. დარწმუნებული ვარ, რომ რადიკალური ოპოზიცია სულმოუთქმელად ელის იმას, რომ საქართველოს არ მიანიჭებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს ქვეყნის მომავალი, მათ აინტერესებთ მხოლოდ არეულობა, გადატრიალება და ბოლოს ომი.

“ისინი ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ შანსს ამ ყველაფერში. მათ არ აინტერესებთ ქვეყნის მომავალი, აინტერესებთ ერთადერთი რამ – არეულობა, გადატრიალება და ბოლოს ომის ჩვენს ქვეყანაში.

კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები, კონკრეტული პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში და იმ კაბინეტებიდან გამოდის კონკრეტული უარყოფითი გზავნილები, რაც არის მათი აგიტაციის და პროპაგანდის შედეგი რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები