საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ღამით საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 02:43 საათზე დაფიქსირდა და სტიქიის სიმძლავრე 3.7 (ml) მაგნიტუდას შეადგენდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვემო ქართლში, სოფელ სამებასთან მდებარეობდა.