საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ყაზახეთში გაეცნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთში პრეზენტაცია გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის როვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ქალაქ ალმათში ყაზახეთის უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი გააცნო.
ალმათში გამართულ ღონისძიებაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 14 კომპანია მონაწილეობდა. კომპანიების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს B2B შეხვედრებში, სადაც ყაზახ კოლეგებთან საქართველოში სხვადასხვა სახის ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩატარების საკითხები განიხილეს.