NDI: საზოგადოების 66% რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას მხარს უჭერს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] კვლევის მიხედვით, საზოგადოების 66% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს.
კითხვაზე, “თქვენი აზრით, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის?”, 66% პასუხობს, რომ უნდა შემოიღოს, 23% წინააღმდეგია, 11%-მა არ იცის, ხოლო კითხვას უპასუხოდ 1% ტოვებს.
კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ყველაზე მეტად ქართული ოცნების მხარდამჭერები, კაცები და 55+ ასაკის მოქალაქეები არ უჭერენ მხარს.