უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ მარინკაზე კონტროლი აღადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქ მარინკაში უკრაინული ჯარების კონტრშეტევის შედეგად მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია.
„თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა აღადგინეს კონტროლი ამ დასახლებაზე“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ რუსმა „ბოევიკებმა“ ქალაქი მარინკა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ დაბომბეს, რადგან აღნიშნული დასახლება დონეცკის ოლქში მდებარეობს.