მაკრონი: ევროპის ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპის ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება.

პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გააგრძელებს.

“ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება. საფრანგეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს გაზის სხვა ბაზრებთან”, – ამბობს ემანუელ მაკრონი France 5-თან.

მაკრონის თქმით, სწორედ მისი ინიციატივით გადაიდო რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები