პუტინი: რუსეთის წინააღმდეგ “ეკონომიკური ბლიცკრიგი” ჩავარდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის “ეკონომიკური ბლიცკრიგის მცდელობის” პოლიტიკა ჩავარდა.

„ცხადია, ბოლო დროს ეკონომიკისთვის მთავარი უარყოფითი ფაქტორი, დასავლეთის ქვეყნების მიერ მორიგი სანქციათა ზეწოლა იყო. გათვლა იმაზე იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში სწრაფი ტემპით შერყეულიყო ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა, მომხდარიყო ბაზარზე პანიკის პროვოცირება, საბანკო სისტემის კოლაფსი და მაღაზიებში საქონლის ფართომასშტაბიანი დეფიციტი“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, სანქციებმა, საბოლოოდ, ევროპასა და აშშ-ში ფასების მატება და უმუშევრობა გამოიწვია, გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა.

მისი თქმით, თავის მხრივ, რუსეთის საცალო ბაზარი ხანმოკლე აჟიოტაჟის შემდეგ დასტაბილურდა, საცალო ქსელების მარაგი აღდგება.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უარი თქვა ბაზრის ხელით რეგულირებაზე და ბიზნესს მისცა თავისუფლება, მიეღო შესაფერისი გადაწყვეტილებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები