თელავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ,,მშვიდობის პარკის,, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე 2 518 787 ლარის ოდენობის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ახალი პარკის მოწყობას ითვალისწინებს. მოეწყობა ველო- და საფეხმავლო ბილიკები, სკეიდბორდის მოედანი, საბავშვო მოედანი, ფანჩატურები, სავარჯიშო მოედნები და სხვა ინფრასტრუქტურა. პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას.