IAEA: უკრაინამ ჩერნობილთან ყოველგვარი კომუნიკაცია დაკარგა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, უკრაინამ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ყველანაირი კომუნიკაცია დაკარგა.
IAEA-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მარეგულირებელი ორგანო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ვეღარ შეძლებს.
ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობეს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგია აღდგენილია, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დღიდან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი მოიპოვეს.