უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს მორიგი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მალე შეძლებს საკუთარი ხალხი სამშობლოში დააბრუნოს.
„დარწმუნებული ვარ, მალე შევძლებთ ჩვენს ხალხს ვუთხრათ: დაბრუნდით! დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან. დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არსებობს“,- განაცხადა ზელენსკიმ.