„როსკომნადზორმა“ რუსეთის ტერიტორიაზე “Facebook”-ზე წვდომის ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო

„როსკომნადზორმა“ რუსეთის ტერიტორიაზე სოციალური ქსელზე, Faceboo-ზე წვდომის ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„2022 წლის 4 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში ‘ფეისბუქის” ქსელზე ( Meta Platforms, Inc.საკუთრებაში არსებული) წვდომის დაბლოკვის შესახებ“, – წერია განცხადებაში.

მათი ცნობით 2020 წლის ოქტომბრიდან „ფეისბუქის“ მიერ რუსული მედიისა და საინფორმაციო რესურსების დისკრიმინაციის 26 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღეებში სოციალურმა ქსელმა შეზღუდა წვდომა ანგარიშებზე: ტელეარხი „ზვეზდა“ საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti, Sputnik, Russia Today, Lenta.ru და Gazeta.ru საინფორმაციო რესურსებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები