ლიეტუვას პრემიერმინისტრი: უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის შემოღებაზე ნატო-სადმი მოწოდებები უპასუხისმგებლოა
ლიეტუვას პრემიერმინისტრი, ინგრიდა შიმონიტე მიიჩნევს, რომ მოწოდებები უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შემოღების შესახებ უპასუხისმგებლოა და მან შეიძლება, სამხედრო ალიანსი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში შეიყვანოს.
„მინდა, აღვნიშნო, რომ ბევრისთვის ფრენის აკრძალული ზონა ისეთი რამაა, რაც გამოცხადებით შეგიძლიათ, მაგრამ ვინმემ ხომ უზრუნველყოს ფრენის აკრძალვა. შეფასება, თუ ვის შეუძლია ამის გაკეთება რეალურად, ნიშნავს, რომ ნატო-ს ქვეყნები უშუალოდ იქნებიან ჩართულნი ამ კონფლიქტში. მეჩვენება, რომ ამას აჩუმათებენ”, – განაცხადა შიმონიტემ.