მსოფლიოში უმსხვილესმა VPN-სერვისებმა რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

მსოფლიოში უმსხვილესმა VPN-სერვისებმა, ისეთებმა – როგორიცაა KeepSolid და ProtonVPN, აგრესორ ქვეყანასთან – რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია კიბერპოლიციაზე დაწყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ეს უკრაინის კიბერპოლიციის თხოვნით მოხდა. გარდა ამისა, სერვისები KeepSolid, ProtonVPN, Windscribe ტრაფიკის ფილტრაციას ახდენენ და რუსეთის პროპაგანდისტულ ვებგვერდებს ბლოკავენ.

„ჯამურად, 10-ზე მეტი VPN -სერვისი დახმარებას უწევს კიბერპოლიციას და აფრთხილებენ DDoS-შეტევებზე უკრაინულ ვებრესურსებზე“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

როგორც უკრაინის ნაციონალური პოლიცია აღნიშნავს, ისეთი სერვისი, როგორიცაა Vpnunlimited, უკრაინას საკუთარი რესურსებით სარგებლობის ერთწლიან უფასო მომსახურებას სთავაზობს. გარდა ამისა, VPN-სერვისები – Proton და KeepSolid-ი საკთარი შემოსავლის 30% უკრაინის ჯარს შესწირავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები