მიხეილ სარჯველაძე: არასტანდარტულმა ვითარებამ გააჩინა არასტანდარტულად სხვა საკითხების გადაწყვეტის საჭიროებაც
არასტანდარტულმა ვითარებამ გააჩინა არასტანდარტულად სხვა საკითხების გადაწყვეტის საჭიროებაც და ვფიქრობთ, ამას კარგად აღიქვამს არა მხოლოდ საქართველოს მხარე და მისი პარტნიორები და იმავე ვითარებაში მყოფი სახელმწიფოები, არამედ – ამას კარგად აღიქვამს თვითონ ევროკავშირიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ვფიქრობთ, რომ ამ არასტანდარტულმა ვითარებამ გააჩინა არასტანდარტულად სხვა საკითხების გადაწყვეტის საჭიროებაც და ვფიქრობთ, ამას კარგად აღიქვამს არა მხოლოდ საქართველოს მხარე და მისი პარტნიორები და იმავე ვითარებაში მყოფი სახელმწიფოები, არამედ ამას კარგად აღიქვამს თვითონ ევროკავშირიც.
ყველაფერი შეიძლება, გახდეს გადახედვის საგანი. ყველაფერი შეიძლება, გახდეს გადახედვის საგანი, რაღაც შეიძლება გაიზარდოს, რაღაც შემცირდეს, რაღაცას მეტი პრიორიტეტი მიანიჭოს, რაღაცას ნაკლები. ეტაპი, რომელიც ამ შემთხვევაშია განსაზღვრული, ეს არის ასოცირების შემდეგ კანდიდატად ქცევა, შემდეგ უკვე წევრობამდეც რაღაც გარკვეული საკითხები იქნება, რომელიც შეთანხმდება და ამ გზაზეც მოგვიწევს აქტიური მუშაობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადს დღეს წარადგენს.