სები: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 181-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სების ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 34 მილიონი ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.190 პროცენტით, მაქსიმალური 10.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.230 პროცენტით განისაზღვრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები