საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და რუსეთს სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას პრეზიდენტი “ტვიტერში” აქვეყნებს.
“ქართველი ერი შოკირებულია უკრაინაში რუსეთის აგრესიით. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის და რუსეთს სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ. დიდება უკრაინას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. ზელენსკიმ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინაზე თავდასხმები როგორც რუსეთის ასევე ბელარუსის ტერიტორიიდან მიმდინარეობს.