დევი ტაბიძე: რაოდენობრივად ძალიან დიდია ბავშვთა დასნებოვნება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება და, ამის გამო, ისინი სკოლებსა და საბავშვო ბაღებს უნდა მოვარიდოთ.
“აუცილებელია, ბავშვები მოვარიდოთ საბავშვო ბაღებს და სასკოლო დაწესებულებებს გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რაოდენობრივად ძალიან დიდია ბავშვთა დასნებოვნება, რომელიც აისახება ასევე ბავშვთა კლინიკებზეც,” – განაცხადა დევი ტაბიძემ.
მისი თქმით, ეპიდსიტუაცია კვლავ დადებითი დინამიკისკენ არის მიმართული.
“ეპიდსიტუაცია ნამდვილად არის ის სასტარტო პოზიცია, რომელიც დადებითობის დინამიკისკენ არის მიმართული, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალი რჩება”, – აღნიშნა დევი ტაბიძემ.