“საქართველო, რომელმაც იცის რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ფასი, აცნობიერებს, რამდენად განუყოფელი და აუცილებელია ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთობა იმ მომენტში, როცა ევროპის სტაბილურობა, სიმტკიცე და უსაფრთხოება, და შესაბამისად ჩვენი უსაფრთხოებაც, სასწორზე დევს”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს.
„პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს და დაიწყოს დეესკალაცია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.