მამუკა მდინარაძე: თუ პრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ეს მისი საქმეა 

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ეს მისი საქმეა.

„ვეტოს რაც შეეხება, თუ პრეზიდენტი ასე მიიჩნევს ეს მისი საქმეა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ვინც ამაზე გააკეთა კომენტარი, პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინასწარ შეუძლებელია, იცოდეს. რით დაასაბუთა მისი ეს მოლოდინი? რაიმე იცის, სამართლებრივად არის პრობლემა? ვეტოს პრინციპი შემდეგია: როდესაც ვეტოს დაადებს პრეზიდენტი, რომელიმე კანონპროექტს, ამ შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს ალტერნატივად საკუთარი ვარიანტი. ჩემთვის ამ წუთას არ არის განჭვრეტადი, რა ვარიანტი უნდა წარმოადგინოს “, – აღნიშნავს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები