ჯარჯი წიკლაური: უგულავას მიზანი იყო პოლიტიკური სანახაობის მოწყობა

“გიორგი უგულავამ შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს და ჩვენ, ბრალდების მხარეს. მისი მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა, მისი მიზანი იყო პოლიტიკური სანახაობის მოწყობა”, – ამის შესახებ პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ დღევანდელი სხდომა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს.

„მათი მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა. ჩვენ როგორც დავრწმუნდით, დღევანდელ სხდომაზე ადვოკატების მიზანი იყო ერთგვარი სანახაობის მოწყობა და პოლიტიკური სპეკულაციები. მაგალითად, დღევანდელ პროცესზე გამოცხადდა ბრალდებული გიორგი უგულავა. ეს ადამიანი ბრალდებულია ტვ „იმედის“ დარბევის და 7 ნოემბრის საქმეზე, ასევე პატარკაციშვილის ოჯახისათვის ქონების დანაშაულებრივად წართმევის ეპიზოდებში. ჩვენ ამ საქმეს ვიხილავთ არაერთი წელია, 150 მოწმე დაიკითხა ამ საქმეზე, მათ შორის ის ადამიანები, ვინც დაარბიეს 7 ნოემბერს. ამ პროცესებს, როდესაც ამ მოწმეებს ვკითხავდით, უგულავა არ ესწრებოდა. დღეს გამოცხადდა პროცესზე, აკეთებდა უტიფარ განცხადებებს, შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს და ჩვენ, ბრალდების მხარეს. მისი მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა, მისი მიზანი იყო პოლიტიკური სანახაობის მოწყობა“, – განაცხადა პროკურორმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები