მამუკა მდინარაძე: ზურაბ ჯაფარიძე მედიასაშუალების ბეიჯით გადაადგილდება

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც არჩევნებში სიის პირველ ნომრად მონაწილეობს, საარჩევნო უბნებზე მედიის ბეიჯით დადის და საარჩევნო პროცესს ამ ამპლუაში აკვირდება.

“თბილისში, “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი ზურაბ ჯაფარიძე მედია საშუალების ბეიჯით გადაადგილდება და ამბობს, რომ ის არის მედიასაშუალების წარმომადგენელი. წარმოიდგინეთ სიყალბის რა ხარისხთან გვაქვს საქმე. მეტი ფეიკი და სიყალბე ხომ არ შეიძლებოდა წარმოგვედგინა, მაგრამ ესეც ვნახეთ,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები