ამირან გამყრელიძე: მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს საცხოვრებლის მიხედვით შეუძლიათ, პოლიკლინიკებში გრიპზე აიცრან

“გრიპზე ვაქცინაცია დაწყებულია, მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს საცხოვრებლის მიხედვით შეუძლიათ, პოლიკლინიკებში გრიპზე აიცრან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ გრიპის საწინააღმდეგო 200 000 ვაქცინა შეისყიდა.

“სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინა განკუთვნილია შემდეგი ჯგუფებისთვის – ორსული ქალბატონები, დიალიზზე მყოფი პირები, შაქრის დიაბეტით დაავადებული მოქალაქეები, მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, C ჰეპატიტის მქონე ადამიანები, აივ ინფექციის მქონე პირები, 60 წლის ზემოთ ხანდაზმულები, პედაგოგები, ორგანოგადანერგილები, ჯანდაცვის პერსონალი, ვეტერინარები და საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები. ამჟამად, გრიპზე 2 000-მდე პირი არის აცრილი. პირველი 43 000 დოზა უკვე შემოვიდა და კვირას შემდეგი 60 000-ს ჩამოიტანენ. დანარჩენი 100 000 დოზაც მალე გვექნება, რიცხვები დაზუსტებული გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები