დავით თევზაძე: ორად ორ რამეს უტოვებს იღბალი და განგება ვეტერანს: ესაა სამშობლოს განცდა და ამ სამშობლოსთვის ბრძოლაში მოპოვებული ერთადერთი ნადავლი – საკუთარი ღირსება
“ორად ორ რამეს უტოვებს იღბალი და განგება ვეტერანს: ესაა სამშობლოს განცდა და ამ სამშობლოსთვის ბრძოლაში მოპოვებული ერთადერთი ნადავლი – საკუთარი ღირსება”,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე ვეტერანების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
თევზაძე ვეტერანებს დღევანდელ დღეს ულოცავს.
“ლათინური სიტყვაა ვეტერანი და ძველ, გამოცდილ მეომარს ნიშნავს…
ორად ორ რამეს უტოვებს იღბალი და განგება ვეტერანს: ესაა სამშობლოს განცდა და ამ სამშობლოსთვის ბრძოლაში მოპოვებული ერთადერთი ნადავლი – საკუთარი ღირსება… არც ერთი არ დავკარგოთ ძმებო… პირველს ღმერთი არ გვაპატიებს, მეორეს – ომის ბუნდოვანებაში ჩაკარგული საძმო…
დღევანდელ დღეს გილოცავთ!
ჩემი პატივისცემა თქვენ!”,- წერს თევზაძე.