ამირან გამყრელიძე: შარშან გრიპი კოვიდმა “დაჩაგრა” – წელს პროგნოზირებენ, რომ გრიპი უფრო სერიოზულად იქნება, ამიტომ განიხილება ტერმინი “ტვინდემია”, რომელზეც დამცინით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანამ გრიპის ვაქცინის 200 000 დოზა შეიძინა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ვაქცინაციასთან ერთად, გრიპის აცრაც მნიშვნელოვანია.

“ქვეყანამ გრიპის ვაქცინის 200 000 დოზა იყიდა, რომლიდანაც 43 000 უკვე შემოსულია. გუშინ გამოვიდა ბრძანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შესაბამისი პროცედურის შესახებ და ამ კვირაში იწყება სამი რისკჯგუფის აცრები. ეს ჯგუფებია: სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები. შემდეგ 20-დან 25-მდე დაახლოებით ამ პერიოდში ველოდებით დანარჩენ 160 000 დოზას გრიპის ვაქცინისას და ის უკვე განაწილდება იმ დანარჩენ რისკჯგუფებზე, როგორიც არიან ქრონიკული დაავადების პაციენტები, ბავშვები, რომლებიც რისკჯგუფებში შედიან და ასევე სხვადასხვა რისკჯგუფი. ეს ყველაფერი არის უფასო. პარალელურად, იმედი გვაქვს, რომ ვაქცინის შესაბამის დოზებს შემოიტანს კერძო სექტორი, რათა უფრო მეტი ადამიანი მოვიცვათ. შარშან გრიპის სეზონმა შედარებით იოლად ჩაირა, რადგან გრიპი კოვიდმა „დაჩაგრა“ და თითქმის არ გვქონდა. წელს როგორც პროგნოზირებენ, გრიპი უფრო სერიოზულად იქნება, ამიტომ განიხილება ის ტერმინი რომელზეც დამცინით, მაგრამ არის ეს ტერმინი დამკვიდრებული – „ტვინდემია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები