მაია ჩხაიძე: კარგი იქნებოდა, დაგვეწყო იმ ბავშვების ვაქცინაცია, ვინც რისკჯგუფშია ან ვისაც ოჯახის წევრი ჰყავს რისკჯგუფში

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში ბავშვთა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

ჩხაიძე იმედოვნებს, რომ საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ბავშვები, რომლებიც ჩვენთან ხვდებიან, არიან რისკჯგუფის ბავშვები და მათთან კორონავირუსი უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, რომ დაგვეწყო რისკჯგუფის ბავშვების აცრა, ან ბავშვების, რომლებსაც ოჯახის წევრები ჰყავთ რისკჯგუფი, კარგი იქნებოდა. იმედი მაქვს, რომ საბჭო იმსჯელებს ამ გადაწყვეტილებაზე. ჩინეთში და კუბაში 6 თვის ასაკიდან დაიწყეს ბავშვების ვაქცინაცია”, – აცხადებს მაია ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები