მერია: მცდარია, თითქოს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერების ნაცვლად, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატები განთავსდა

თბილისის მერია პოლიტიკური პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყების განცხადებით, მცდარია, თითქოს, ქალაქში „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერების ნაცვლად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო  პლაკატები განთავსდა.

„თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ შპს „ალმასთან“ გაფორმდა საინფორმაციო სარეკლამო მასალების გარე კონსტრუქციებზე განთავსების მომსახურების შესახებ კონტრაქტი, რომლის თანახმად, აღნიშნული პროექტის სარეკლამო ბანერები 2021 წლის 20 აპრილიდან, ამავე წლის 19 ივნისამდე უნდა განთავსებულიყო.  ამ მიზნით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ორგანიზაცია „ალმასგან“ ყოველთვიურად 275 კვადრატული მეტრი ფართობის სარეკლამო სივრცეს ქირაობდა. ვინაიდან, 2021 წლის 19 ივნისს მათ შორის დადებული კონტრაქტი დასრულდა, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერები ჩამოიხსნა და ამაზე პასუხისმგებელი შპს „ალმა“ გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც  თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები