ამირან გამყრელიძე: სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი არ გამხდარა, ვისაც ეკუთვნოდა, ყველასთვის ისევ უფასოა

ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას კოვიდტესტირების შესახებ, რომლის თანახმადაც სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი გახდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში უარყოფენ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია.

“ტყუილია, ვინ გითხრათ ეს? დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მთავრობის განკარგულება არსებობს, ვისაც ეკუთვნოდა უფასოდ, ყველასთვის ისევ უფასოა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები