საქართველოში კორონავირუსის 3 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 103 პირი
საქართველოში კორონავირუსის 3 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 103 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 9.99 %, ბოლო შვიდი დღის – 9.36 %.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 553 697 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 497 517 გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 31 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 778 შემთხვევა გამოვლინდა, 4 753 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 79 კი გარდაიცვალა.