თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში, ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ინფორმაცია “კვირას” ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

“ჰქონდა ბავშვთა ცერემბლური დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი განვითარდა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. განვითარდა სეპტიური შოკი და დღეს ნახევარი საათის უკან გარდაიცვალა”, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები