1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1170 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1170 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1170 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1248 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0078 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6768 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6738 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0030 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.