გურამ მაჭარაშვილი: არჩევნები ყოველ ჯერზე ხდება უკეთესი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი სიტყვები, ასე აფასებენ საერთაშორისო პარტნიორებიც
“არჩევნები ყოველ ჯერზე ხდება უკეთესი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი სიტყვები, ასე აფასებენ საერთაშორისო პარტნიორებიც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიზანია საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება.
“მგონი, არ არსებობს სახელმწიფო, სადაც არ აქვთ იმის სურვილი, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს. საქართველოშიც გვაქვს იმის სურვილი და პრაქტიკაშიც ვახორციელებთ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, არასამთავრობო სექტორთან ერთად გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო. არჩევნები ყოველ ჯერზე ხდება უკეთესი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი სიტყვები, ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის. ამერიკის ელჩის სიტყვები და ასევე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისაც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.