ამირან გამყრელიძე: Pfizer-ის მარაგი ქვეყანაში საკმარისია და რეკომენდებულია, რომ ყველა ორსული აიცრას

“Pfizer-ის მარაგი ქვეყანაში საკმარისია და რეკომენდებულია, რომ ყველა ორსული აიცრას”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

“ამ დროისთვის, ორსულებისთვის რეკომენდებულია და დაშვებულია Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები. რადგან AstraZeneca ჩვენთან დაშვებულია 45 წლის ზემოთ, ამიტომ, ეს ორსულებისთვის ნაკლებად მისაღებია. ჩვენთან ადმინისტრირებული ვაქცინებიდან, ორსულები უნდა აიცრან Pfizer-ით, რომლის მარაგიც ქვეყანაში საკმარისია და რეკომენდებულია, რომ ყველა ორსული აიცრას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები