გიორგი ხვედელიანი: სააკაშვილს ამ შინაარსის პოსტი რატომ უნდა დაეწერა – ზოგადად, ის, რომ კოვიდთან დაკავშირებული სიტუაციები “ქართულ ოცნებას” უკავშირდება, ეს ხომ ცხადია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ხვედელიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, როლის მიხედვითაც, ის საკუთარ პარტიასა და მხარდამჭერებს კოვიდ ვითარების წინასაარჩევნოდ გამოყენებისკენ მოუწოდებს.

“ადამიანი ამბობს, რომ facebook-ზე განხორციელდა რაღაც შეტევა და დაუწერეს ეს პოსტი. აქედან გამომდინარე, არ მაქვს დიდი საფუძველი, რომ ამაში ეჭვი შევიტანო იმიტომ, რომ ამ შინაარსის პოსტი მას რატომ უნდა დაეწერა.

ზოგადად, ის, რომ კოვიდთან დაკავშირებული სიტუაციები რასაკვირველია “ქართულ ოცნებას” უკავშირდება,  ხომ ცხადია. ახლა მოსახლეობაზეა ჯერი და სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ გვიწევს ამდენი საუბარი ვაქცინაციაზე, რომ თვეების განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოახერხა ამის პროპაგანდა, აგიტაცია, შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, მათ შორის მოსახლეობისთვის პირადი მაგალითის ჩვენება”, – აცხადებს ხვედელიანი.

სტატუსი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ facebook გვერდზე დადო, აღარ იძებნება. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი Facebook-ის გვერდი უსაფრთხოების სამსახურმა გატეხა და სტატუსი მას არ ეკუთვნოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები