მაია ჩხაიძე: მომხრე ვარ, რომ ბავშვები 12 წლის ასაკიდან აიცრან

მომხრე ვარ, ბავშვები 12 წლის ასაკიდან უნდა იყვნენ ვაქცინირებულები, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის პედიატრთა აკადემიამ დადო ახალი რეკომენდაცია, რომ 2 წლის ზემოთ ასაკში ყველა ბავშვმა ნიღაბი უნდა იხმაროს.

“12 წლის ბავშვები უკვე სკოლაში დადიან, მეტსაც გეტყვით, ნიღბის ტარების აუცილებლობაა. ამერიკის პედიატრთა ასოციაციას და აკადემიას ჰქონდა ასეთი რეკომენდაცია, რომ ნიღბის ტარება, სავალდებულო და აუცილებელი იყო კორონავირუსული ინფექციის დროს 5 წლის ასაკიდან. 5 დღის წინ, ამერიკის პედიატრთა აკადემიამ დადო ახალი რეკომენდაცია, რომ 2 წლის ზემოთ ასაკში ყველა ბავშვმა ნიღაბი უნდა ატაროს. ასე რომ მე მომხრე ვარ, ბავშვები 12 წლის ასაკიდან უნდა იყვნენ ვაქცინირებულები. ის, რომ ბაშვებს 16 წლიდან ცრიან, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია,” – აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები