ლევან დავითაშვილი: გვექნება ვიდეორგოლები, რომ ყველა დაინტერესებულმა ფერმერმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს იმის შესახებ, როგორ მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა

ჩვენ ავიღეთ პირველი სექტემბერი იმისთვის, რომ აგვისტოს თვეში ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ყველა დაინტერესებულ პირს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ საბუთების რაოდენობა ყოფილიყო მინიმალური.
„გვექნება ვიდეორგოლები, რომლებიც განთავსდება როგორც სოციალურ მედიაში, ისე მასმედიაში, რომ ყველა დაინტერესებულმა ფერმერმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა.
მარტივად გვექნება განაცხადების მიღება ელექტრონულად, საიტის მისამართი იქნება ხელმისაწვდომი და ის იქნება საინფორმაციო რგოლებში წარმოდგენილი. ასევე მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ საბუთების რაოდენობა ყოფილიყო მინიმალური. ბიუროკრატია მინიმუმამდე დავიყვანოთ იმისთვის, რომ ფერმერება მარტივად მოახერხონ მონაწილეობა. ვფიქრობ, არც ერთ მოქალაქეს, ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობით არის დაინტერესებული არ გაუჭირდება მონაწილეობის მიღება. ფაქტობრივად ყველა მოქალაქეს შეუძლია ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები