მეუფე დიმიტრი: ვნებათაღელვა ჩვენს ქვეყანაში არის საკმაოდ მაღალი, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ჩაცხრეს
“სიტუაცია, ვნებათაღელვა ჩვენს ქვეყანაში არის საკმაოდ მაღალი. ჩვენ, ყველამ, განსაკუთრებით კი სასულიერო პირებმა, მაღალმა იერარქებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ვნებათაღელვა ჩაცხრეს”, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ განაცხადა.
მეუფე დიმიტრი ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„სიტუაცია, ვნებათაღელვა ჩვენს ქვეყანაში არის საკმაოდ მაღალი. ჩვენ, ყველამ, განსაკუთრებით კი სასულიერო პირებმა, მაღალმა იერარქებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ვნებათაღელვა ჩაცხრეს. ის, რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ – საკუთარი უწესო, უზნეო, ბილწი ცხოვრების ქუჩაში ასე დემონსტრირება, ეს გარკვეულწილად ბოროტებაა. როგორც ბასილი დიდი ბრძანებს: „ბოროტებას ნუ ჰკურნავ ბოროტებით, რამეთუ ბოროტება მხოლოდ სიყვარულით უნდა განიკურნოს“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.